სპორტი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

ევრობასკეტის დასკვითი საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა.

ილიას ზუროსის მიერ გამოძახებული ყველა მოთამაშე ადგილზეა და საბრძოლო განწყობაზეა. ვარჯიშს ყველაზე გვიან ტენერიფეს ქართველი შემტევი გიორგი შერმადინიც შეუერთდა.

ბერძენი სპეციალისტის სავარჯიშო სტილი კომპლექსურია და ის ბიჭებს სხვადასხვა კომპონენტში ტვირთავს. ზუროსის მიზანია მზადება, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება აქვს და ფინალურ საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა, – მას როგორც ერთერთ მასპინძელ ქვეყანას, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისედაც გარანტირებული ქონდა.

თბილისში დაგეგმილი E ჯგუფის „ბაბლის“ ეგიდით, 19 თებერვალს ფინეთი შვეიცარიას ეთამაშება, ხოლო საქართველო სერბეთს დაუპირისპირდება.

21 თებერვლს კი ქართველი კალათბურთელები სტუმრის რანგში ფინეთს შეხვდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button