სპორტი

იურგენ კლოპი კმაყოფილია – „ლივერპულმა“ „ლაიპციგს“ მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა „ლივერპულსა“ და გერმანულ „ლაიპციგს“ შორის. – მერსისაიდელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

გოლები სადიო მანეს და მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა.

პრემიერლიგაში, ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ „წითლებმა’ ამ გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთეს და ფაქტიურად, საკუთარი თავის ნდობა დაიბრუნეს.

კლოპი თამაშით კმაყოფილია. მატჩის შემდეგ პრესასთან გაკეთებულ კომენტარში ლივერპულელთა თავკაცი ამბობს, რომ მოგება მათ ძალიან უნდოდათ და სჭირდებოდათ. „ბევრს ეგონა, რომ დავეცემოდით და ფეხზე წამოდგომას ვეღარ შევძლებდით, მაგრამ ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და შესანიშნავი საქმე გააკეთეს, თანაც სტუმრად. მათ გამო ბედნიერი ვარ,“ – აცხადებს იურგენ კლოპი.

შეგახსენებთ,რომ ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. მერსისაიდელები გერმანელებს ინგლისში უმასპინძლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button