Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზვერევი დამარცხდა, ჯოკოვიჩი ნახევარფინალშია

64

ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს პირველი ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

საჩოგბურთო მატჩი 4 სეტში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი სეტი სერბმა წააგო, თუმცა ზედიზედ 2 სეტი მოიგო და დაწინაურდა.

იმის მიუხედავად, რომ ჯოკოვიჩი ფერდშეხვეული გამოვიდა კორტზე, წინა თამაშზე მიღებული ტრამვა მაინცდამაინც არ აწუხებდა, რაც მის ასპარეზიბაზეც აისახა.

მეოთხე სეტში 23 წლის ზვერევმა პირველი 4 გეიმი მოიგო, მაგრამ სერბის უმაღლესი კლასი ისევ ამოქმედდა და მომდევნო გეიმები სათავისოდ შემოაბრუნა. თუმცა იქამდე, როცა ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი 4;1-ს აგებდა, მას ნერვებმა უმტყუნა და საკუთარი ჩოგანი მოისროლა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში რუს ასლან კარაევს შეხვდება.

დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში სერბი, 39-ედ ითამაშებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი