Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკი „ნოუ-კამპზე“

48

მერვედფინალური ეტაპის პირველი სათამაშო დღე ჩემპიონთა ლიგაზე კილიან მბაპემ 3 გოლით აღნიშნა.

პსჟ სტუმრად „ბარსელონას“ ხვდებოდა და მასპინძლებმა შეხვედრა ანგარიშით;1:4 დათმეს. პარიზული გრანდის გოლეადორმა კამპ-ნოუზე ნამდვილი შოუ დადგა. მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ მათ ეს მოგება სჭირდებოდათ და ბედნიერია,რომ გამარჯვებაში გარკვეული წვლილი შეიტანა.

„იმის მიუხედავად,რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თამაშის კიდევ გასაუმჯობესებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ამ ტიპის მატჩების გამეორება ნამდვილდ შეგვიძლია“ – თქვა მბაპემ

ფაუსტინიო ასპრილიასა და ანდრეი შევჩენკოს შემდეგ, კილიან მბაპე მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლ;იგაზე ბარსელონასთან ჰეთ-თრიკი შეასულა.

განმეორებით შეხვედრას მეტოქეები 11 მარტს „პარკ დე ფრანსზე“ გამართავენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი