Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ვადამდელი არჩევნები ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება

38

ოპოზიციის გეგმები კვლავ უცვლელი რჩება. პარტიების ლიდერების განცხადებით, ისინი მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით აპირებენ დაიცვან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

“ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს იმ ადამიანებში, ვინც ახლა მართავენ “ქართულ ოცნებას”, რომ ეს კრიზისი იყოს განმუხტული დიალოგის გზით. თუ მანამდე გადაწყვეტენ, რომ ძალა გამოიყენონ, ოფისში შევარდნენ და იქ ხალხი დაასისხლიანონ და ა.შ, ჩვენი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა, “- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მათ მთავარ მოთხოვნას კი კვლავ რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენს. ოპოზიციური სპექტრი ასევე მოლაპარაკებების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შემხვედრი ნაბიჯები “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას.

მოისმინეთ ენმ-დან გიორგი ბარამიძის, ევროპული საქართველოდან სერგი კაპანაძის, ლელოდან ბადრი ჯაფარიძის კომენტარები მოისმინეთ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი