მსოფლიოსიახლეები

ერაყში ნატოს კონტინგენტი გაიზრდება

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერაყის ხელისუფლების თხოვნით ჩრდილოატლანტიკური მისიის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ Twitter-ზე ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი წერს.

„გადავწყვიტეთ, გავაფართოვოთ ერაყში ნატოს საწვრთნელი მისია, რათა დავეხმაროთ ერაყს ტერორიზმთან ბრძოლაში. მისიის შემადგენლობა 500-დან 4000 სამხედრომდე გაიზრდება“, – წერს სტოლტენბერგი.

გარდა ამისა, წვრთნებში მონაწილე ერაყელი სამხედროების რიცხვი გაიზრდება, წვრთნების ადგილმდებარეობა კი ბაღდადის ფარგლებს გასცდება.

სტოლტენბერგის განცხადებით, მისია ერაყის მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებს და ეს კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button