Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კორონავირუსის შემთხვევებმა კახეთში მნიშვნელოვნად იკლო

72

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კორონა ვირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კვლევა კოვიდ- 19- ზე, 870 მოქალაქეს ჩაუტარდა.

“ჩატარებული ტესტირებების შედეგად, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 14 გურჯაანში, 6 თელავში, და თითო- თითო შემთხვევაა, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში კორონა ვირუსის 11440 დადასტურებული შემთხვევაა.

რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს შორის, ინფიცირების ყველაზე მეტი 2626 ფაქტი, გურჯაანშია გამოვლენილი.
ამ ეტაპზე მკურნალობას 282 პაციენტი გადის, მათ შორის, 220 მოქალაქე ბინაზეა დატოვებული.

დღემდე კახეთში, კორონა ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11047 პაციენტი, ხოლო 111 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, კოვიდ- 19- ით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი