სპორტი

„ევროპის თასის ერთერთი ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებული“ – ბრიტანული იუთუბ არხის ვიდეოილუსტრაცია თბილისის „დინამოზე“

ბრიტანულმა იუთუბ არხმა Tifo Football- მა თბილისის „დინამოს“ ვიდეოილუსტრაცია მიუძღვნა, რომელიც ასე სათაურდება: „ევროპის თასის ერთერთი ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებული“.

ფილმი ზოგადად კლუბის ისტორიას ეძღვნება და განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება 1981 წელს, ქართული გუნდის მიერ მოპოვებულ თასების მფლობელთა თასზე.

ფილმის ავტორები სხვა პერიოდებზეც საუბრობენ. მაგალითად, ის, რომ 1964 და 1978 წლებში „დინამო“საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მიიღო. 1972 წელს კი პირველად გამოჩნდა ევროპულ ტურნირზე და „ტვენტესთან“ ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.

ფილმში საუბარია ევროპის ჩემპიონთა თასის ეგიდით, „ლივერპულთან“ მოგებულ ისტორიულ მატჩზე და „ჰამბურგთან“ დასანან მარცხზე.

ვიდეო-ანიმაციაში ინდივიდუალურად საუბრობენ იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც კოლოსალური წვლილი შეიტანეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდად ქცევაში. ავტორი დავით ყიფიანს „ქართველ გარინჩად’ მოიხსენიებს. ყიფიანის შემდეგ ყველაზე დიდ ტალანტად ვიტალი დარასელიას და დაცვის ლიდერს, ალექსანდრე ჩივაძეს ასახელებს.

გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი – ესენი ევროპის ჩემპიონი ქართველები არიან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ და საკმაოდ წარმატებულადაც. – ამბობენ ვიდეოში.

ილუსტრაციაში, თბილისის „დინამოს“ დაღმავალ სვლაზე დიდი აქცენტი კეთდება. „კლუბი ნელნელა დაშორდა თავის დიდებულ წარსულს“- აცხადებს ანიმაციის ავტორი.

მსგავსი პოსტები

Back to top button