Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტოვებს თუ არა თამარ ჟვანია თანამდებობას

110

დღეს დილიდან ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

“არ გადამდგარა”, – ესაა პასუხი კითხვაზე გადადგა, თუ არა თამარ ჟვანია.

ჟვანიას გადადგომას პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან მოყოლებული ითხოვდნენ. მას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობასა და უკანონო შედეგების გაფორმებაში სდებდნენ ბრალს.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას 2013 წლიდან მოყოლებული იკავებს. მისი ხელმძღვანელობის პირობებში, კომისიამ 8 არჩევნები ჩაატარა, მათ შორის, 2 საპრეზიდენტო, 2 საპარლამენტო და 2 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი