Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბაჩანა არაბულის გამარჯვების გოლი გადადებულ მატჩში

48

საბერძნეთის სუპერლიგის მე-6 ტურის გადადებულ მატჩში „ლამია“ „აპოლონს“ სტუმრობდა და 1:0 მოიგო. აქვე გეტყვით, რომ „ლამიაში 2 ქართველი ბაჩანა არაბული და გუგა ფალავანდიშვილი თამაშობს.

შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ქართველი არაბულია. გოლი კი მატჩის 32-ე წუთზე 11 მეტრიანი ნიშნულიდან ზუსტი დარტყმის შედეგად გავიდა.

კლუბმა სატურნირო ცხრილში ქულების რაოდენობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა.

მიმდინარე სეზონში ბაჩანა არაბულს 17 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლი გაიტანა.

სულ, ამ დროისთვის „ლამიას“ 20 თამაში აქვს ჩატარებული და 15 ქულით 12-ე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას კლუბი 21 თებერვალს „პაოკ“-ს ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ქართველი ნიკა ნინუა თამაშობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი