Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბიძინა ესებუას საქმეზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

59

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში,”საქართველოს ბანკზე “შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებულის უფლებადამცველმა ხათუნა ჯანაშიამ განაცხადა, რომ დღევანდელ სხომაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო მოსამართლე შოთა ბიჭიამ და საქმე არსებითი განილვისთვის გადაეცა სასამართლოს.

დაცვის მხარე ,ასევე ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების გადახედვას და პატიმრობის უფრო მსუბუქი ფორმით გირაოთი შეცვლას, თუმცა მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოილა.

“ჩვენ მოვითხოვეთ აღკვეთის შეცვლა გირაოთი (15 ათასი ლარი),რაც არ დაკმაყოფილდა”,-აღნიშნა ადვოკატმა.

ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემდეგი სასამართლო სხომა 4 მარტს ჩაინიშნა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი