Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

ფოტო: შსს
80

ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ვარდისუბანთან, წრიულ სამოძრაო ზოლზე მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შერჯახნენ. შედეგად, ერთ- ერთი ავტომანქანის მძღოლმა, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გარკვეული დრიოთ, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი