Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხში 10 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტს პოლიცია იძიებს

ლაგოდეხი/ფოტო რადიო ჰერეთი
1 108

ლაგოდეხში მცირეწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს პოლიცია სწავლობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.” – ნათქვამია სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა,” “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცი, გოგონას ოჯახის ნათესავია და ფაქტს, დაზარალებულის მცირეწლოვანი დედ-მამიშვილებიც შეესწრნენ.

მამაკაცი სამართლადამცავებმა უკვე დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი