Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თბილისის „დინამომ“ სუპერთასი მეშვიდედ მოიგო

42

ქართული ფეხბურთის სამყაროში წლის პირველი ტიტულის მფლობელი გაირკვა.

სლავა მეტრეველის სახელობის თასის მოსაპოვებლად გასული სეზონის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „გაგრა“ იბრძოდნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი ქვეყნის ჩემპიონი გამოდგა. სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელი თბილისის „დინამო’ გახდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიტულისთვის დინამო მე-11-ედ იბრძოდა, გაგრა კი საპატიო ჯილდოსთვის მეორედ თამაშობდა.

მატჩი, მიხეილ მესხის სტადიონზე, კოვიიდრეგულაციების გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

თამაშს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ესწრებოდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი