მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნინო დოლიძე ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გახდა. აღნიშნულ პოზიციაზე დოლიძე ორგანიზაციის გამგეობამ აირჩია.

ორგანიზაციის ცნობით, ნინო დოლიძე საჯარო პოლიტიკის მაგისტრია. მას აქვს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IღI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა.

ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან უკვე შეუდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button