მსოფლიოსიახლეები

ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.

კრემლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დროს სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე მსჯელობას.

„განიხილება აგრეთვე საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში ინტეგრაციის პროცესების შემდგომი წინსვლის საკითხი,“ – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button