მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდრეგულაციების 80% შემსუბუქებას აანონსებს

კოვიდრეგულაციების შემსუბუქება მიმდინარე კვირას დაიწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” ფორმატში უსმენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button