კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წლისთავზე, მამა გივი ტატუნაშილი დამნაშავეების დაკავებას კიდევ ერთხელ ითხოვს.

“ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან. წამებასა და მკვლელობაში ვინც არიან დამნაშავეები, იმათ კი მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა, მაგრამ დღემდე დაუსჯელები არიან. ეს 2 ადამიანი იძებნება წითელი ცირკულარით. რუსეთი ინტერპოლის წევრი ქვეყანაა, მაგრამ… საერთაშორისო საზოგადოებამ, ქვეყნებმა მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დააკავონ ის 2 ადამიანი, რომ აღარ მოხდეს სხვა ადამიანების გატაცება და დაკავება, ბოლო იყოს ჩემი შვილი, არ მოხდეს მკვლელობა, ციხეში ჩასმა. კიდევ არავინ გამწარდეს”. –  ამბობს გივი ტატუნაშვილი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და მოკლული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button