Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყვარელში მაღაზია დააყაჩაღეს

58

ყვარლის მუნიციპალიტეტში 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, სოფელ ახალსოფლის სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ხანდაზმული ქალი მიყენებული დაზიანებებით სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს.

ცივი იარაღით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ კომერციული ფართიდან, 1500 ლარი და ძვირფასეულობა და სიგარეტიც წაიღო.

სავარაუდო ბრალდებული, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და ძალის გამოყენებით წაღებული ნივთები მტკიცებულების სახით ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი