მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ნიკა მელია დაკავებულია

სპეცრაზმაა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. ის ოთახიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა., ოფისში გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. არიან დაშავებულები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე დაპირისპირება იყო, ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები ოფისში მის დასაცავად იყვნენ შეკრებილები. “წიწაკის” გაზის გაშვების გარდა, სპეცრაზმმა დააზიანა ოფისის ინვენტარი, დაამტვრია კარებები და ფანჯრები.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია, ცრემლსადენი გაზით დაშავებულებისთვის კი სასწრაფო მივიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button