Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ოპოზიცია მასობრივი აქციებისთვის ემზადება

96

ოპოზიცია დღეს, 23 თებერვალს, 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას გამართავს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძე ყველას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს,ყველას ვისაც მისი თქმით, ქვეყნის მომავალი აწუხებს,

“ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ახლა ხართ სახლში, უყურებთ ტელევიზორს, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ბედი, მობრძანდით სამ საათზე კანცელარიასთან. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის”, – თქვა დეკანოიძემ.

დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელიაც და საქართველოც “ძალიან მალე” იქნება თავისუფალი.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი