მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაკავებულია ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი, დაკავებულია.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის აყვანა თბილისში, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დროს მოხდა. ინფორმაცია რადიო ჰერეთს ორგანიზაციის წევრებმა დაუდასტურეს.

პარტიის ერთ- ერთი წარმომადგენლის, ბადურ რევაზიშვილის ინფორმაციით, ბოტკოველის დაკავების მიზეზი უცნობია.

” ერთად ვიყავით, ის ფეისბუქ ლაივში აჩვენებდა როგორ ჭრიდნენ რკინის კარს. გიორგი იყო ისეთივე მშვიდობიანი, როგორც ჩვენ, ყველა. ვფიქრობ, რომ მელიასთან ერთად განსაზღვრული იყო რამდენიმე ლიდერის დაკავება. ჯერჯერობით, მეტი არაფერი ვიცით”- განაცხადა რევაზიშვილმა.

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ჩაატარა და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button