Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

უამინდობის მიზეზით საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

77

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამინდის გაუარესების მიზეზით თბილისში შემოსვლა აკრძალა

უწყების განცხადებაში წერია:

“რთული მეტეოროლოგიური პირობების(ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”.

შეგახსენებთ, დღეს, 15:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქცია დაინიშნა. მოქალაქეები ნიკა მელიას დაპატიმრებას და დღეს, 23 თებერვლის დილას ენმ-ის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი