Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

50

უკრაინული პრესის ცნობით, კიევის „დინამოდან“ „ვორსკლაში“ იჯარით განათხოვრებული გიორგი წიტაიშვილმა, თამაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში გადაწყვიტა.

უკრაინის მოქალაქე, ქართველი ნახევარმცველის ურყევი პოზიციია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და ქართულ ფეხბურთს წარმატებების მიღწევაში დაეხმაროს. – წერს სპორტული მედია.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა. ნათესავებმა მას უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი, მისი საქართველოში თამაში იყო.

ამ დრომდე ის, უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.

გავრცელდა ინფორმაცია მეორე ქართველ ფეხბურთელზე. საფრანგეთის მოქალაქემ და „სერენას“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ასევე გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ეროვნულ ნაკრებში თამაში.

ნაკრების ახალი მწვრთნელი, ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ გუნდში განახლებული შეტევის ხაზი იქნება, რაც ეროვნული ნაკრების ძლიერების ერთერთი მთავარი პირობაა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი