Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რონალდომ 21-ე საუკუნეში 1000-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა

34

ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავი ქრიშტიანო რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელმაც 21-ე საუკუნეში 1000 -ზე მეტი მატჩი ითამაშა.

ინფორმაციას ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) ავრცელებს.

პორტუგალიელი გოლეადორი ჯამში მინდორზე 1047-ჯერ გავიდა.

მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მეკარე, ესპანელი იკერ კასილასია. მას მთლიანობაში 1048 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მათ შორის 74 შეხვედრა 20 საუკუნეში მოუწია. ასე კი გამოდის, რომ კასილასმა წ1-ე საუკუნეში 974-ჯერ ითამაშა.

მესამე ადგილი ამ რეიტინგში წილად ხვდა „სან-პაულუს“ მცველს, დანი ალვეშს. ბრაზილიელის ანგარიშზე 969 – ჯერ ჩატარებული მატჩია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი