სპორტი

გიორგი შერმადინი – ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშე

ესპანურმა საკალათბურთო ჟურნალმა „გიგანტესმა“,- რომელიც უკვე 33 წელია „წლის გიგანტებს“ ასახელებს, – წლევანდელ ცერემონიალზე 2021 წლის საუკეთესო კალათბურთელად ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელა.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ ტიტულის მფლობელი გავხდი. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და მამხნევებდა“ – ამბობს „ტენერიფეს“ ლიდერი ინტერვიუში.

შერმადინი ლიგის თვის MVP ორჯერ გახდა: ოქტომბერსა და იანვარში. მიმდინარე სეზონში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23,3 -ს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე „წლის გიგანტის“ და 2020 წლის ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელი თორნიკე შენგელია გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button