მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია თბილისსა და რუსთავში ავტომობილების აქციას გეგმავს.

დღეს ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობა გაიმართება.

იგეგმება ავტომობილების აქცია თბილისსა და რუსთავში, ისევე როგორც 26-ში და ზოგადად, რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის რომ აღვუდგეთ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, რომ დაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა,” – აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებას და შესაბამისად, დასავლელ პარტნიორებთან აქტიურ კონსულტაციებს აპირებს.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის პროტესტის მორიგი ტალღის მიზეზი გახდა, პარლამენტთან კი კლავ კარვები გაიშალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button