სპორტი

ევრობასკეტი 2022 წლის მონაწილე 24-ვე ქვეყანა ცნობილია

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი დამთავრდა და ამ დროისთვის ფინალური ეტაპის მონაწილე ყველა გუნდი ცნობილია.

E ჯგუფიდან, რომლის მასპინძელი ქვეყანაც საქართველო იყო, ჩემპიონატის საგზურის გარეშე შევეიცარიის საკალათბურთო ნაკრები დარჩა. ფინეთი და სერბეთი კი საქართველოსთან ერთად, ევროპულ პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.

ევრობასკეტი,2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება და 24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება. ჩემპიონატს,საქართველო, გერმანია, ჩეხეთი და იტალია უმასპინძლებენ. შესაბამისად, თითო ქვეყანას 5 ნაკრები ესტუმრება და მეექვსე, თავად მასპინძელი იქნება.

გარდა ამისა, 2015 წლიდან, რაც ბაბლის სისტემა შევიდა ძალაში, თითოეულ მასპინძელს ერთი მეტოქის არჩევის უფლება აქვს. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეს დაშვება იმის გამო გააკეთა, რომ ქვეყნებს, სადაც ჩემიონატი იმართება, საშუალება ქონოდათ გეოგრაფიულად ახლომდებარე ქყვეყანა აერჩიათ ე.წ. პარტნიორად. ამით ფიბა-მ მასპინძელ ქვეყნებს მეტოქე გულშემატკივართა იოლი დასწრების და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა მისცა.

თუ რომელ ქვეყანას აირჩევს საქართველო, კალათბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას ჯერ ასარჩევი აქვს. ფინალური ეტაპის კეწნჭისყრის ცერემონია, შესაბამისად: გუნდების ჯგუფებში გადანაწილების პროცესი, – მიმიდნარე წლის მარტში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button