Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ

სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა.

74

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის პირველი მარტიდან განახლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში განაცხადეს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა.

თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი