მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან, 25 თებერვლიდან დაიწყებს.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი ღარიბაშილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button