მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 100 წელი შესრულდა

დღეს საქართველოში პატივს მიაგებენ ვინც საბჭოთა კავშირის ოკუპაციას ემსხვერპლა. კოჯორში იუნკერთა მემორიალთან საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად მივიდა.

“ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და კეთილდღეობაზე, ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საერთო ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ჩვენი ერის, ხალხის და ქვეყნის გაერთიანება”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერს პოლიტიკურ თემებზე კითხვებისთვის არ უპასუხია. მისი თქმით, დღეს ხელოვნურად აღმართული მავთულხლართები აუცილებლად დაინგრევა.

შეგახსნებთ, 100 წელი შესრულდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან, რომელიც 70 წელს გაგრძელდა.1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button