მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველო

თელავის საპროტესტო კარავი თბილისში გადაინაცვლებს

თელავის თეატრის წინ განთავსებული საპროტესტო კარავი თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

ინფორმაცია რადიო ჰერეთს, კარავში მყოფმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაუდასტურეს.

” ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესები ითხოვს, ერთიან კონსოლიდირებულ პროტესტს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავიდეთ თბილისში და ბრძოლა იქ გავაგრძელოთ. ყველა მივდივართ და იქ ვიქნებით”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიკა ვარდოშვილმა.

კარავი თელავის თატრის წინ, სამოქალაქო აქტივისტებმა 3 დეკემბერს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დადგეს.

პროტესტს თანდათანობით, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უერთდებოდნენ.

კარვის თბილისში გადატანის შესახებ განცხადებას, სამოქალაქო აქტივისტები დღეს, 17 საათზე გააკეთებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button