Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში, ტალანტებს შორის პირველ ადგილზეა

70

რუსეთის სპორტულმა ვებ-გვერდმა sports.ru-მ ქართველი ხვიჩა კვარაცხელია 22 წლამდელებში, პრემიერლიგის მთავარ ტალანტად დაასახელა.

საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის შემტევმა ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა.

“ეჭვი არც იყო, რომ ხვიჩა პირველ ადგილს დაიკავებდა. რუსულ პრემიერლიგაში ძნელად იპოვი ისეთი საფეხბურთო ნიჭის მქონე ფეხბურთელს, როგორიც „რუბინის“ მოთამაშეა. გარდა ამისა ის მხოლოდ 20 წლისაა და უფროსების დონეზე უკვე 70 თამაში აქვს ჩატარებული“ – წერს რუსული სპორტული გამოცემა.

საფრანგეთის სპორტული გაზეთი „ეკიპი“ 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელთა რეიტინგს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს 50 საუკეთესო, ნიჭიერ მოთამაშეთა შორის ხვიჩა კვარაცხელია 34-ე ადგილზეა.

„იმ შემთხვევაში თუ კვარაცხელია განვითარების ტემპს არ შეაჩერებს, – მას ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვიხილავთ“- წერს ფრანგული გამოცემა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი