სპორტი

ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი საქართველოს სახელით მსოფლიო ტურნირებზე

რუსეთის სახელთ მოასპარეზე მოციგურავეთა წყვილი ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ დადგენილი მინიმალური ტექნიკური ქულა წყვილმა როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში აიღო.

იმის მიუხედავად, რომ მოციგურავეებს წყვილში ერთად გამოსვლის დიდი გამოცდილება არ აქვს,საკმაოდ მაღალი ჯამური ქულები მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონტზე გამგზავრების უფლება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს,შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.

ტურნირზე საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენები კი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის საგზურს მოიპოვებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button