Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზუგდიდში ოქროს ბირჟა დაყაჩაღეს

72

ზუგდიდში ოქროს ბირჟის დაყაჩაღებისას ერთი პირი დევნის დროს სამართალდამცავებმა დაჭრეს და ოქროს ბირჟის თანამშრომლების ინფორმაციით, დაჭრის შედეგად გარდაიცვალა.

მისი დევნის ოპერაცია, მათივე თქმით, ქალაქში, ლენინგრადის ქუჩაზე განხორციელდა.უნივერმაღტის შენობაში განთავსებული დახლები, საიდანაც ორმა პირმა ოქროულობა გაიტაცა, ცარიელია. აქ თანამშრომლები დღეს არ მუშაობენ.

შსს-ს ცნობით, ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი