მნიშვნელოვანისიახლეები

საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა იმართება

ამ წუთებში თბილისში საპროტესტო მსვლელობა იწყება. აქციის მონაწილეები ამჯერად საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ერთი კვირის წინ მათ მიერ გამართული გამაფრთხილებელი აქციის მიუხედავად, საწვავის ფასი შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზარდა. ისინი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც მოითხოვენ.

საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება ასევე გორში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში.

მსგავსი პოსტები

Back to top button