მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“თავისუფლების მარში”ზუგდიდში სამართლებრივ დავას იწყებს

წალენჯიხიდან “თავისუფლების მარშის” მონაწილეები, რომლებიც პოლიციამ დააჯარიმა, სამართლებრივ დავას აპირებენ. ისინი დღეს საიას ზუგდიდის ოფისში იმყოფებოდნენ.

“ჩვენ დავიწყებთ მოკვლევას, ამ ადამიანებს ვთხოვეთ სატელეფონო საუბრების ამონაწერები, რომ გავიგოთ, რა დროს დარეკეს ცხელ ხაზზე, რამდენი ხანი ელოდნენ პასუხს,ამ ფორმატის შესწავლის შემდეგ დაიწერება საჩივარი და ამის მერე გაირკვევა რა შესაძლებლობა გვექნება ამ ადამიანების დახმარების“- აცხადებს საიას ზუგდიდის ოფისის ხელმზღვანელი ჯემალ ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს 21:50 სთ-ზე, თბილისში გამართული აქციიდან მომვალ 12 პირს წალენჯიხის საპატრულო პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. დაჯარიმებულები აღნიშნავენ,რომ საშვის მიღების მიზნით 2 საათის განმავლობაში რეკავდნენ ცხელ ხაზზე, თუმცა უშედეგოდ, არავინ უპასუხათ.

მათი თქმით,საშვის მიუღებლობის შემდეგ კი გადაწყვიტეს ღამე სამარშუტო ტაქსიში გაეთიათ. აქციის მონაწილეების განმარტებით,საპატრულო პოლიციამ არ გაითვალისწინა გარემოფაქტორები.

ჯარიმაზე ხელისმოწერის მოთხოვნის მიუხედავად, არცერთმა დაჯარიმებულმა ხელი საჯარიმო ქვითარს არ მოაწერა. ასევე,ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button