კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში მოკლული 24 წლის მამაკაცის ოჯახი პოლიციელის დასჯას ითხოვს

ზუგდიდში, რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის ოჯახი პოლიციელის დასჯას ითხოვს.

თუთბერიძეები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიციელმა ახალგაზრდას 24 წლის ცაგო თუთბერიძეს დამიზნებით ესროლა.

“ახლო მანძილზე აქვს ნასროლი,სად გაიქცეოდა ჩემი შვილი. ის ხომ ამ საქმეში მარტო არ იყო, იმ მეორეს რატომ აფარებენ ხელს, ვითხოვ იმ პოლიციელის უმკაცრესად დასჯას”,-აცხადებს დევნის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ცაგო თუთბერიძის დედა მადონა ფიფია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში ოქროს ბირჟა 26 თებერვალს დღის პირველ ნახევარში დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, შენობაში შესულ პირს იარაღი ჰქონდა, მან ოქროები გამოიტანა და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მალევე დევნის ოპერაცია დაიწყო. დევნის დროს ყაჩაღობაში ბრალდებული კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.

მსგავსი პოსტები

Back to top button