Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებშია

56

ფეხბურთის ანალიზისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა რუსეთის პრემიერლიგის 20- ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდი გამოავლინა.

11 რჩეულში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც დასახელდა.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაში, სადაც „რუბინმა“ „სპარტაკს“ 2:0 მოუგო, – კვარაცხელიამ ორივე გოლის გატანაში დიდი როლი ითამაშა.

ასევე, ხელი შეუწყო მეტოქე გუნდის მოთამაშის მოედნიდან გაძევებას და ამის გამო მაღალი შეფასება 8,3 ქულა მიიღო.

საბოლოოდ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელია სეზონის განმავლობაში 6-ჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. სულ კი 17 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივართა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი