სპორტი

ეროვნული ლიგის პირველი ტური თბილისური დერბით დასრულდა

ეროვნული ლიგის პირველი ტურის დასკვნითი მატჩი თბილისურ დერბიში „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა. მათ, მეორე თბილისური კლუბი „ლოკომოტივი“, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

თამაშის დაწყების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა: გიორგი მამარდაშვილმა საუკეთესო მეკარის პრიზი მიიღო. ბექა დარცმელია საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა. თომა ტაბატაძე ეროვნული ლიგა-2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიის პირველობა გიორგი ჭიაბრიშვილს ხვდა წილად.

მატჩში, ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა. პირველი გოლის ავტორი გიორგი ჯგერენაია გახდა, რომელმაც ლოკომოტივის საჯარიმოსთან არსებული არეულობა გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მეორე გოლი 20 წლის ნახევარმცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ანგარიშზეა. საბურთალოელმა მატჩის კომპენსირებულ დროში მოახერხა თავისი აქტივის შევსება და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
4მეორე ტურის მატჩები 5-6 მარტს გაიმართება. მთავარი შეხვედრა ქუთაისში შედგება, სადაც ადგილობრივ „ტორპედოს“ ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ესტურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button