კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოხუმში რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა მუშაობა დაასრულა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი, რომელიც სოხუმში იყო განთავსებული,მუშაობა დაასრულა.

ბოლო პაციენტი ჰოსპიტალიდან 1 მარტს გაეწერა, წერს ინტერნეტგამოცემა “აბხაზია ინფორმი”.
აფხაზური მხარის თხოვნით, ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბერის თვეში ამოქმედდა.
ის სასტუმრო “აიტარის” ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.

გამოცემის ცნობით,ამ დროიდან მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში ამბულატორიულ – საკონსულტაციო დახმარება 3 ათასზე მეტ მოქალაქეს გაეწია.

ამ დროის განმავლობაში საველე ჰოსპიტალის ლაბორატორიაში 5300 პსრ ტესტი ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button