მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სახალხო დამცველმა გააბათილა ყველა ის არგუმენტი რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა-ედუარდ მარიკაშვილი

ე.წ კარტოგრაფების სქმეში სახალხო დამცველის მიერ მოზადებულმა დოკუმენტმა გააბათილა ყველა ის არგუმენტი, რომელიც პროკურატურას ქონდა, ამის შესახებ ივერი მელაშილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშილი აცხადებს.

“სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრება, რომელიც უკვე სასამართლოს მიერ საქმეში არის დართული – არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ამ დოკუმენტში სახალხო დამცველმა ფაქტიურად გააბათილა ყველა ის არგუმენტი, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა, ბრალდებასთნ დაკავშირებით და აქვე ამ დოკუმენტში საუბარია ერთერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც არის კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა”, – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი

შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ილიჩოვა-მელაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება გამოძიებას არ გააჩნია.

პროკურატურის განცხადებით კი ომბუდსმენი “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც 16 ტომია და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას შეიცავს. უწყება სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილ მოსაზრებას მიკერძოებულად მიიჩნევს.

შეგახსნებთ, 2 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვაში სასამართლოს მეგობრის დამცველის სტატუსით ჩართონ. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button