კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კახეთში 8 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახეს

ქალაქ გურჯაანში 8 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახეს.
ბავშვი სავარაუდოდ ასფიქსიით არის გარდაცვლილი. შემთხვევა გვიან ღამით, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა.
მეზობლების მტკიცებით, ბავშვის მშობლებს შორის, ხშირად იყო კონფლიქტი. ისინი ვარაუდობენ, რომ ბავშვის მამამ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ქალს ბავშვი ხელში ეჭირა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ჩვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის საექსპერტო ბიუროშია გადასვენებული და მას ამ წუთებში შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, გარდაცვლილის მამა იმყოფება, რომელთანაც სამართალდამცავები საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ.
რადიო ჰერეთი დამატებით დეტალებს არკვევს