კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 27 წლის აკაკი აბრამიშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა სასამართლოსგან, აბრამიშვილის ადვოკატი. ლალი ჩაველაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები,რამასაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს.

მკვლელობა , თელავში გოშაძის ქუჩაზე 7 მარტს, აბრამიშვილების საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გამოძიების მტკიცებით, 27 წლის აკაკი აბრამიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით,მშობლები და ბებია მოკლა.
მკვლელობის შესახებ მან პოლიციას თავად აცნობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 16- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button