სპორტი

თბილისის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების 28 ვაჟი და 8 ქალი იასპარეზებს

საერთაშორისო ასპარეზობა თბილისი გრან-სლემი 26 -28 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას 36 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრებმა უკვე გააკეთა განაცხადი, სადაც 4 ლიდერი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი არ არიან შეტანილნი.

მასპინძლის სტატუსმა გამოიწვია ის, რომ ეროვნულ ნაკრებს ასეთი დიდი რაოდენობის ძალოსანი ყავს ტატამზე წარმოდგენილი.

მოახლოებულ შეჯიბრზე ამ დროისთვის 78 ქვეყნის 470 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. მათ შორის: 266 კაცი და 204 ქალი.

შეგახსენებთ, რომ შარშან, თბილისის გრან-სლემი, რომელსაც ჯერ კიდევ გრან-პრი ერქვა, – კოვიდპანდემიის გამო გადაიდო.

2019 წელს კი ქართველმა ძიუდოისტებმა 10 მედლის მოპოვება შეძლეს. მათ შორის: 60კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი და ზემძიმე წონოსანი ლევან მატიაშვილი ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button