მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
UNICEF-ის დახმარებით საქართველო ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს
საქართველოში ვაქცინა შაბათიდან, 13 მარტიდან შემოვა. ამის შესახებ,ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეთანხმების თანახმად პირველ ეტაპზე ასტრაზენეკას ვაქცინას, 43 200 დოზას ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით ვაქცინაზე შეთანხმება UNICEF-ის დახმარებით მოხდა.
“საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება”, – თქვა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ფაიზერის დაჩქარებული წესით მოწოდებაზეც.