კომენდატის საათის მოსხნას მთავრობა ჯერ არ განიხილავს
მაშინ, როცა კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი ისევ იზრდება, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება კომენდატის საათი გააუქმოს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა
„ამას მხარს არ დავუჭერდი, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს ძალიან ბევრი დათმობა. ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი რისკი ჩვენს თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას. ჩვენ დაგვრჩა რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19:00 და 20:00 საათზე იწყება შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ 21:00 საათი არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც გავაკეთეთ თავის დროზე. არ გვაქვს ამის ფუფუნება, გამომდინარე იქედან, რომ დღეს ვხედავთ, რომ უკვე გვაქვს გარკვეული მატება ინფიცირების და ვთვლი, რომ შემდეგი პერიოდის მანძილზეც საკმაოდ შეზღუდულები ვიქნებით ამ ფუფუნებისგან, რომ კიდევ უფრო მეტი დავთმოთ.“-აცხადებს ტიკარაძე
შეგახსენებთ კოვიდრეგულაციების შემსუბუქება ქვეყნაში 15თებერვლიდან დაიწყო, ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სასწავლო დაწესებულებები,ასევე სამთო კურორტები,დახურულ სივრცეში მუშაობა გაანახლეს რესტორნებმაც.