მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოშია

კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი ქვეყანამ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო.

ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

“ხელმისაწვდომია 43.200 ვაქცინა, რომელიც გათვალისწინებულია მედიკოსების იმუნიზაციისთვის. რეგისტრირებულია 64.051 ადამიანი, 54 ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. 82 დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია.

მსგავსი პოსტები

Back to top button