მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ექიმების ნაწილი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე უარს ამბობს

ექიმების ნაწილი კახეთში, კორონა ვირუსის აცრის ჩატარებაზე უარს იმ მოტივით ამბობს, რომ მათი თქმით ასტრაზენეკას ვაქცინა, რომელიც საქართველომ მიიღო, მათი ვარაუდით, ბოლომდე შესწავლილი არაა და უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს.

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ექიმი, მამუკა სააკაშვილი ამბობს, რომ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

” ჯერ დაგვპირდნენ, რომ ფაიზერის ვაქცინას შემოიტანდენ. ახლა აღმოჩნდა, რომ სხვა შემოვიდა. იყო ქვეყნები, სადაც ასტრა ზენეკას წარმოებულმა ვაქცინამ თრომბოემბოლიები გამოიწვია.მე ვფიქრობ, ხომ არ არის საქართველოში შემოსული პრეპარატი, იმ ვაქცინის ჯგუფიდან, ან სულაც იქიდან გადმოსროლილი. ამიტომ მე უარს ვამბობ ვაქცინის გაკეთებაზე, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები მის უსაფრთხოებაში”- განაცხადა სააკაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

ასტრა ზენეკას ვაქცინას, კახეთში, დღეს ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრებში ელოდებიან.
ვაქცინაცია 15 მარტს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში დაიწყება.

კახეთში კოვიდ 19 -ზე ვაქცინაციისათვის სულ 13 დაწესებულებაა დარეგისტრირებული. მათ შორის, ოთხი თელავში, სამი საგარეჯოში, თითო კი დანარჩენ ექვს მუნიციპალიტეტში.

მთლიანად რეგიონში, 3 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმება

მსგავსი პოსტები

Back to top button