გომბორის უღელტეხილზე გადაადგილება ისევ შეიზღუდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/GOMBORI.jpg)
თოვლის საფარისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ვაზიანი- გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა, ყველა.სახის ტრანსპორტისათვის დასაშვები არ არის.
უღელტეხილზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილებს შეუძლიათ.
თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენლის, თამაზ აბდულაშვილის განმარტებით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
” ეს გზა ინტენსიურად იწმინდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, მოძრაობა არ შეიზღუდოს. ახლა ორი , ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია. ჩატარებული სამუშაოებისა და ამინდის გაუმჯობესების შესაბამისად, გზაზე მოძრაობა სრულად აღდგება”- განაცხადა აბდულაშვილმა.
გომბორის უღელტეხილზე, ვაზიანიდან შუამთის გადასახვევამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ზამთრის სეზონზე, უკვე რამდენჯერმე სრულად აიკრძალა, ან შეიზღუდა